ანა ყიფიანის კლასიკური მუსიკის კონცერტი

“ევროპულ სკოლაში“ მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ნიჭიერი შემსრულებლის, “ევროპული სკოლის“ Brand Ambassador-ის ანა ყიფიანის საფორტეპიანო კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.

ახალგაზრდა მუსიკოსი ანა ყიფიანი უამრავი პრემიის, გრან–პრის მფლობელი და ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორებიცაა: ვლადიმირ კრაინევის სახელობისა და არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსები, “ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალი, მარია ჰერეროს პიანისტთა კონკურსი და სხვ.

ქართველი პიანისტი დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ მუსიკალურ არენაზე.
საფორტეპიანო კლასიკური მუსიკის საღამო დაუვიწყარი აღმოჩნდა მსმენელისთვის. ანას საშემსრულებლო ტექნიკამ და პროფესიუნალურად შესრულებულმა რეპერტუარმა აღაფრთოვანა დარბაზში მყოფი მსმენელი.

Share on: