ანიტას გულისთვის!

28 ნოემბერს პატარა ანიტას დასახმარებლად მთელი “ევროპული სკოლა“ გაერთიანდა და საქველმოქმედო აქცია გამართა.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავჯდომარის ანა-მარია იაკობიძის ინიციატივით სკოლაში კონცერტი გამართა ცნობილმა მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა. მოსწავლეებისა და ნინის შეხვედრა დაუვიწყარი აღმოჩნდა. მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა და ტელე-წამყანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ერთხმად დაუჭირეს მხარი აქციას და ჩვენს მოსწავლეებთან ერთად გაერთიანდნენ.
“ლონდონის გამზირზე“ კი გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სადაც მოსწავლეების მიერ მომზადებული ტკბილეული და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა.
“ამერიკულ უმაღლეს სკოლაში“ გამართული მადლიერების დღეზე შეგროვილი თანხაც საერთო თანხას შეუერთდა და 5300 ლარი ანიტას ანგარიშზე ჩაირიცხა.
ვუსურვებთ ანიტას გამოჯანმრთელებას, ჩვენს მის გვერდით ვართ!

Share on: