ევროპული სკოლა ჩემპიონია!

ევროპულმა სკოლამ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლებს შორის ფეხბურთის ტურნირი მოიგო. ჩვენმა სკოლის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში 35-ე საჯარო სკოლის გუნდი პენალტების სერიაში 5:3 (ძირითადი დრო 2:2) დაამარცხა და თასი და ოქროს მედლები დაისაკუთრა.

ფინალურ შეხვედრამდე ევროპული სკოლის გუნდმა სკოლა “აისი“ 7:0 დაამარცხა, 61-ე საჯარო სკოლას 8:3 მოუგო, ხოლო ნახევარფინალურ შეხვედრაში 1:0 აჯობა 123-ე საჯარო სკოლას. ევროპული სკოლის გუნდი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ასპარეზობას მომავალ წელს გააგრძელებს და თბილისის სხვა რაიონების გამარჯვებულ სასკოლო გუნდებს შეხვდება.

Share on: