ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში

10 დეკემბერს მე -7 ა და მე-7 ბ კლასებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიასა (მასწავლებელი მანანა ჟამურაშვილი) და გეოგრაფიაში (მასწავლებელი მაიაბრეგვაძე ) თემაზე: “შავი ჭირის ეპიდემიები შუა საუკუნეებში დაავადების გამომწვევი მიზეზები და გავრცელების გეოგრაფია.“
ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილს წინ უძღოდა მეცადინეობა სასარგებლო და მავნე ბაქტერიების შესახებ. კლასში მომზადდა და შეიღება რძემჟავა ბაქტერიების დროებითი პრეპარატები, რომელიც მიკროსკოპის საშუალებით მოსწავლეებმა დაათვალიერეს და ჩაიხატეს რვეულებში. ინტეგრირებულ გაკვეთილზე ნაჩვენები იყო შავ ჭირზე ფილმიდან ფრაგმენტი;
ბავშვებმა იმუშავეს ჯგუფებში ახალ მასალაზე. ეს აქტივობა ითვალისწინებდა მოსწავლეებში სხვადასხვა უნარის: დამოუკიდებლად ინფორმაციის დამუშავების, კითხვების მოფიქრებსა და დასმის, პრეზენტაციის, მოსმენის, მოსმენილი ინფორმაციიდან მნიშვნელოვანის მონიშვნისა და ანალიზის უნარის განვითარებაზე.

Share on: