ქართული პროგრამის საბაზო საფეხურის ასამბლეა

12 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ასამბლეა გაიმართა, სადაც სხვადსხვა კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და პედაგოგებსა და თანატოლებს წარუდგინეს.
მეშვიდე კლასელებმა ძალიან საინტერესოდ წარადგინეს პროიექტი “გ.ლეონიძის მუხლადი სიტყვა;“ მოვისმინეთ “ჟენევის საერთაშორისო კონფერენციის“ მიმოხილვა, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ; გაგვაცნეს -კორეული კულტურა და წეს-ჩვეულებები; სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა “STEM- სამზარეულოში’’ ჯანსაღი პროდუქტებით პიცის მომზადება; ლიტერატურისა და ისტორიის ნაწილში წარადგინეს პრეზენტაცია აკა მორჩილაძის შესახებ და საკონკურსო “მონეტის დიზაინი,“ ასამბლეა დასრულდა ES TV-ში მოსწავლეების მიერ მომზადებული ფილმის ჩვენებით “ჩემი სკოლის ნეკერჩხალი – ჩემი ნატვრის ხე.“

Share on: