შეხვედრა “ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულთან

“ევროპული სკოლის” საბაზო საფეხურის VIII-IX კლასელები ჩაერთვნენ ახალ პროექტში, რომლის მიზანია სკოლის კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც უკვე დაიწყეს პროფესიული საქმიანობა და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ მოსწავლეებს.

ამ პროექტის ფარგლებში “პრაღის ოთახში“ ჩატარდა პირველი შეხვედრა “აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის“ გენერალურ მენეჯერთან გიორგი დიასამიძესთან.
შეხვედრა საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის და ემოციურად დატვირთული ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულისთვისაც.

Share on: