სპექტაკლი ,,კარლსონი“ “ევროპული სკოლის“ სცენაზე

“ასტრიდ ლინდგრენის კვირეული“ გრძელდება და “სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის“ მსახიობებმა სპექტაკლი ,,კარლსონი“ წარადგინეს “ევროპული სკოლის“ სცენაზე.

წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა და კარლსონის მოყვარულმა მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უყურეს სპექტაკს. მსახიობებმა გასაოცარი ოსტატობით ითამაშეს ონავარი კარლსონისა და ბიჭუნას როლები.

მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა სახურავის ბინადარი კარლსონისა და ბიჭუნას თავგადასავალი.

Share on: