სპექტაკლი ,,პინოქიო“ “ევროპული სკოლის“ სცენაზე

იტალიელი მწერლის კარლო კოლოდის განთქმული ზღაპარი “პინოქიოს თავგადასავალი“ “ევროპული სკოლის“ სცენაზე ხელოვნების დეპარტამენტის ინიციატივით და დ. ნადირაშვილისა და ბ. ყურაშვილის რეჟისორობით დაიდგა. ცნობილი პერსონაჟების როლები კი “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა განასახიერეს.

სიუჟეტის მთავარმა გმირმა ჯეპეტომ, რომელიც ხის ოსტატი იყო კუნძისგან ბიჭუნა გამოთალა და პინოქიო დაარქვა. ლურჯი ფერია კი დაპირდა თოჯინის ნამდვილ ბიჭუნად გადაქცევას თუ ის იქნებოდა გულადი და სამართლიანი. შემდეგ კი დაიწყო პინოქიოს საინტერესო, რთული და თან ხალისიანი მოგზაურობა.

მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თანატოლების მიერ წარმოგდენილი სპექტაკლის ყურება. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ იმოგზაურეს პინოქიოსთან ერთად.

Share on: