ყველას სუფთა ხელები - ხელების დაბანის მსოფლიო დღე

15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა, რომელიც ეძღვნება მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას და გააზრებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და ხელების საპნით დაბანა, რაც ეფექტური საშუალებაა დაავადებების თავიდან ასაცილებლად და სიცოცხლის გადასარჩენად.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს “ხელების დაბანის მსოფლიო დღე.“ მასწავლებელმა და ექიმმა ესაუბრათ მათ ხელების საპნით დაბანის, როგორც დაავადებისგან თავდაცვის, ეფექტურ საშუალებაზე და მრავალფეროვანი აქტივობებით წაახალისეს მოზარდები ჰიგიენის ამ მნიშვნელოვანი წესის დასაცავად.

Share on: