ბოლო ზარი

23 მაისს “ევროპულ სკოლაში“ მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. რადგან სკოლა 12 წლისაა წელს პირველად სკოლა დაამთავრეს იმ მოსწავლეებმა, რომლებიც პირველი კლასიდან “ევროპულ სკოლაში“ სწავლობდნენ.
ამ ამაღელვებელ დღეს მოსწვლეებმა სკოლის ეზოში სიმბოლურად დარგეს ხე, მოეწყო ფოტოგამოფენა და სამახსოვრო ავტოგრაფსესია.
“ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ, ამერიკული უმაღლესი სკოლის დეკანმა ნათია თევზაძემ და საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის ხელმძღვანელმა რამაზ სართანიამ მოსწავლეებს მიულოცეს სკოლის დამთავრება და წარმატებები უსურვეს.

Share on: