ვიზიტი ბრიუსელში

5-8 აპრილს ბრიუსელში “ევროპული სკოლის“ ადმინისტრაციისა და მოსწავლეებისთვის მაღალი დონის ვიზიტები და სემინარები გაიმართა.
შეხვედრა მოეწყო ბელგიის სამეფოს ელჩსა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსთან ნატალია საბანაძესთან. მოსწავლეები შეხვდნენ ევროკავშირის აღმოსავლეთის ქვეყნების სამეზობლო ურთიერთობების დირექტორს ბ-ნ ლოურენს მერიდიტს.
შეხვედრა გაიმართა აგრეთვე ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან: მარია დელ კარმენთან, და მარკუს რუიზთან. დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა განიხილეს რეზოლუცია საქართველოში გარემოსდაცვით საკითხებზე, აგრეთვე წარადგინეს ახალგარგაზრდების ძირითადი გამოწვევების რეზოლუციის პროექტი.

Share on: