თვითმმართველობის დღე

22 მაისს “ევროპულ სკოლაში“ ტრადიციულად თვითმმართველობის დღე გამოცხადდა. ერთი დღით მოსწავლეები სკოლის თანამშრომლები გახდნენ და დამოუკიდებლად შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები.
მოსწავლეებმა შეცვალეს აკადემიური დირექტორი, კანცლერი, HR და PR მენეჯერები, კოორდინატორები, დაცვის თანამშრომლები და სხვ.
დღის ბოლოს სკოლის მთავარ დარბაზში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა რთულ გამოწვევებს პროფესიონალურად გაართვეს თავი და გამოცდილება შეიძინეს.

Share on: