“მოდი, იდირიჟორე!“

კლასიკური მუსიკის ფესტივალი “ევროპულ სკოლაში“ დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილის მიერ მოსწავლეთათვის ჩატარებული მასტერკლასით დაიწყო. ახალგაზრდა დირიჟორმა სადირიჟორო ჯოხის “ჯადოსნური“ შესაძლებლობები გააცნო მოზარდებს და მისცა საშუალება, თავი მოესინჯათ სადირიჟორო პულტთან. ამ შემოთავაზებას სიხარულით შეხვდნენ გამოუცდელი “დირიჟორები“ . ორკესტრმა რამდენიმე პოპულარული კლასიკური მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა მოსწავლეთა დირიჟორობით. მირიან ხუხუნაიშვილის საჩუქარი- სადირიჟორო ჯოხი კი ერგო გამარჯვებულ მოსწავლეს PYP მე-5 კლასიდან, ნიკო გერსამიას.


Share on: