მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები

9 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები, რომელშიც სამივე პროგრამის(ქართული პროგრამა, IB და AHS) მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. არჩევნები  დაიწყო 10 საათზე და დასრულდა 12 საათზე. პროცესმა მშვიდად ჩაიარა, არ დაფიქსირებულა დარღვევები. ხმების დათვლის პროცესში ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, მეტი გამჭვირვალობის მიზნით, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარეობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილი პირები. მე-6-12 კლასებიდან სულ ხმა მისცა 396 მოსწავლემ. არჩევნების შედეგები სკოლის საზოგადოებას  აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ წარუდგინა სააქტო დარბაზში. მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სოფო ნონიკაშვილი.

არჩევნების შედეგად ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ლუკა ლელუაშვილი – 58 ხმა;

 ნინი შიოლაშვილი – 71 ხმა;

ლიზა სააკაძე – 76 ხმა;

დია მეთიუ – 83 ხმა;

სოფო ნონიკაშვილი – 103 ხმა.


Share on: