პროექტი “წარმოების განვითარება თბილისში“

ქართული პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების: მაია მელიქიშვილისა და ნატო კიბაბიძის ხელმძღვანელობით, დაიწყეს სამოქალაქო განათლებისა და მათემატიკის საგნების ინტეგრირებული პროექტი ,,წარმოების განვითარება თბილისში”. ამ პროექტის ფარგლებში ისინი 27 თებერვალს ესტუმრნენ ფარმაცევტულ საწარმოს ,,ავერსი”, 20 მარტს კი გეგმავენ ,,პსპ“-ს ფარმაცევტულ საწარმოში ვიზიტს. სამომავლოდ მოიაზრება როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი მრეწველობის სხვა საწარმოებისა და კომპანიების მონახულება, აგრეთვე შეხვედრა მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრთან.
პროექტი დასრულდება აპრილის ბოლოს. მონაწილეები შედეგებს სკოლის ფართო საზოგადოებას დოკუმენტური ფილმისა და ცალკეული საწარმოს შესახებ შექმნილი მოხსენებების ფორმით წარუდგენენ.

Share on: