პროფესორ მანანა ფხაკაძის ლექცია

2017 წლის 11 დეკემბერს ამერიკული უმაღლესი სკოლის მოწვევით მოსწავლეებისთვის ლექცია წაიკითხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, მანანა ფხაკაძემ. ღონისძიება პედაგოგების, ქ.გარდაფხაძის და ე.კობახიძის, ორგანიზებით ჩატარდა. ლექციას ესწრებოდნენ ამერიკული სკოლის VIII,IX, X, XI კლასის მოსწავლეები. ლექციის მსვლელობისას ერთმანეთს ენაცვლებოდა როგორც სწავლა-სწავლებასა და შემეცნებასთან დაკავშირებული ტერმინების ახსნა – გახსენება, მათი ეტიმოლოგიისა თუ წარმომავლობის ანალიზი, ისე ძალიან საინტერესო მოგზაურობა მითების სამყაროში. დაისვა ძალიან საზრიანი კითხვები, რომლებზედაც მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხი მიიღეს მომხსენებლისგან.

Share on: