სიახლეები

საზოგადოებრივი პროექტების პრეზენტაცია

01 May 2015

29 აპრილს ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (MYP)  ფარგლებში ჩატარდა მე-9 კლასის მოსწავლეთა საზოგადოებრივი პროექტების პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წარადგინეს 2 ინდივიდუალური და 3 ჯგუფური პროექტი:       1) ჟურნალისტიკა - თანამშრომლობა ევროპული სკოლის ვებ-გვერდთან;       2) უმცირესობები საქართველოში;       3) ინგლისური ენის სწავლება ბავშვთა სახლში;       4) პლასტმასის გამოყენების შედეგები-პლასტმასის საწინააღმდეგო კამპანია;          5) მოხალისეობა "კარიტასში“.    პროექტების მსვლელობისას, რომელმაც 6 თვეს გასტანა,  მოსწავლეებმა გაიარეს კვლევის, აქტივობისა და რეფლექსიის ფაზები, განივითარეს სამომავლო აკადემიური წარმატებებისთვის საჭირო უნარები, გააცნობიერეს, რომ რეალური სამყაროს რეალური მოთამაშეები არიან და შეუძლიათ სხვათა ცხოვრებაში დადებითი ცვლილებების შეტანა. 

ევროპის დღეები

30 Apr 2015

ღონისძიებების განრიგი:• 4 მაისი 15:15სთ   ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?“ (თემა: ევროკავშირი) მე-8-10 კლასელთათვის (ალ.გიორგიძე);• 5 მაისი 14:00სთ   სპორტული ღონისძიება “ევროპული თამაშები“ მე-5 კლასელთათვის (ბ.გოგოლაშვილი);• 5 მაისი 15:00 სთ   ღონისძიება - "ჰიმნი თავისუფლებას“( მ.რევია, ნ.ტაბეშაძე);• 5 მაისი 15:30 სთ   "მწვანე დღე“-  28 ხე - ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის სიმბოლო;• 6 მაისი 11:00სთ   ფოტოგამოფენა - "ჩემი თვალით დანახული ევროპა საქართველოში“;• 6 მაისი 15:00სთ   ესსების კონკურსის - "ევროპული, ქართული...... ჩემს ოჯახში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება;• 6 მაისი 15:15სთ   ევროკავშირისა და ნატოს კუთხის გახსნა (გ.ჭელიძე); • 7 მაისი 15:00 სთ   ლექცია საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე (ს.კაპანაძე).

ყურადღება!

30 Apr 2015

კონფერენცია ბიოლოგიაში2015 წლის 1 მაისს, 15:30 საათზე გიწვევთ ევროპულ სკოლაში ბიოლოგიის კონფერენციაზე გთხოვთ, მობრძანდით! 

ჰოლივუდის გამოჩენილი კინორეჟისორი "ევროპულ სკოლას" ეწვია

29 Apr 2015

22 აპრილს ევროპულ სკოლას ეწვია გამოჩენილი ამერიკელი კინორეჟისორი - მაიკლ ჰოფმანი. იგი ავტორია ისეთი ცნობილი ფილმების როგორებიცაა: "გამბიტი“, "ერთ შვენიერ დღეს“, "ზაფხულის ღამის სიზმარი“, "ბოლო გაჩერება“  და სხვა. ის მუშაობდა ჰოლივუდის და მსოფლიო კინოს ვარსკვლავებთან: მიშელ პფაიფერთან, ჯორჯ კლუნისთან, მაიკლ კიტონთან, სოფი მარსოსთან, ჰელენ მირენთან, ქემერონ დიასთან, ვუპი გოლდბერგთან, მეგ რაიანთან, ჰიუ გრანტთან და სხვებთან.

ყურადღება!

29 Apr 2015

2014 წლის 1-3 მაისს  პირველად საქართველოში სპორტის სასახლეში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი კარატეში WSKU ვერსიით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ "ევროპული სკოლის" მოსწავლეები:  VIIბ კლასის მოსწავლე ნათია თუთბერიძე;   VIIგ კლასის მოსწავლე ანა დარჩიაშვილი.  ვუსურვებთ მათ წარმატებებს!

ევროპულ სკოლაში ფეხბურთის ტურნირი დაიწყო

28 Apr 2015

ხუთშაბათს, 30 აპრილს,  ევროპულ სკოლაში იწყება ფეხბურთის ტურნირი. ტურნირი ჩატარდება 2 ასაკობრივ კატეგორიაში.I კატეგორია - IV-VI  კლასებიII კატეგორია - VII-X კალსებიტურნირი ჩატარდება ოლიმპიური წესით.

ევროპული სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის ღია კვირეული

23 Apr 2015

ინგლისური  ენისა  და ლიტერატურის კათედრაუილიამ  შექსპირი - 450  წელი"ცხოვრება  სცენაა“