სიახლეები

ინგლისურენოვანი კონფერენცია TEDxIBEuropeanSchool თემაზე “აღმოჩენის სიამოვნება“

27 Nov 2014

ორშაბათს, 1 დეკემბერს, 3 საათზე,  ევროპული სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდება ინგლისურენოვანი კონფერენცია TEDxIBEuropeanSchool თემაზე “აღმოჩენის სიამოვნება“.  მონაწილეობენ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის მე-11-12 კლასის მოსწავლეები.   კონფერენციას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები თბილისის საჯარო და საერთაშორისო სკოლებიდან.  

კალათბურთის ტურნირი ევროპულ სკოლაში

26 Nov 2014

ხუთშაბათს, 27 ნოემბერს, 16:10 საათზე "ევროპულ სკოლაში“ კალათბურთის ტურნირის ფინალური თამაში გაიმართება.  ერთმანეთს ხვდებიან XII DP და IXბ-IX AHS (გაერთიანებული გუნდი) კლასები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი. გამოვლინდება საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი.

ფეხბურთის ტურნირი ევროპული სკოლის თანამშრომლებს შორის

26 Nov 2014

ნახევარფინალი ოთხშაბათი, 26 ნოემბერი 1 "IB DYNAMO" - EAGLES (AHS) 17:00-17:30 გიზგიზელები (ასისტენტები) - "KINDERGARTEN" 17:30-18:00

ES NEWS - 2014 წლის 10 ნოემბრის გამოშვება

24 Nov 2014

გადაცემას უძღვება 7გ კლასის მოსწავლე მედეა ჯამარაულიგადაცემის თემებია:• მე-5კლასის (PYP) შემაჯამებელი პრეზენტაცია თემაზე - "ძველი ცივილიზაციები";•"ევროპული სკოლის" კალათბურთელთა ნაკრების თამაში;• "ევროპული სკოლა" სტუმრად ტელეკომპანია მაესტროში;• რობოტი Maximus-ი სტუმრად "ევროპულ სკოლაში";• სკოლის პირველობა კალათბურთში;• მე-2 კლასის (PYP) ღია გაკვეთილი თემაზე - "ოჯახი და მეგობრები";•მე-4 კლასის (PYP) ღია გაკვეთილი თემაზე - "დავეხმაროთ ერთმანეთს".

ყურადღება!

22 Nov 2014

2014 წლის 20 ნოემბერს, ბავშვთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, "ევროპული სკოლის" მე–10 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მაია მელიქიშვილთან ერთად  მონაწილეობა მიიღეს აქციაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის ფარგლებში მათ  თბილისის მე–60  საბავშვო ბაგა–ბაღის ტერიტორიაზე დარგეს ხეები.

ფეხბურთის ტურნირი

21 Nov 2014

 გრძელდება ფეხბურთის ტურნირი ევროპული სკოლის თანამშრომლებს შორის.შედეგები ასეთია:   A               ქულა 1 "ბომბარდირები"   2-5 3-10 1-6   6-21 0 2 "KINDERGARTEN" 5-2   6-3 5-3   16-8 9 3 "IB DYNAMO" 10-3 3-6   2-2   15-8 4 4 "SECURITY" 6-1 3-5 2-2     11-8 4   B                1 "ზაქარა"   3-1 4-5 1-2   8-8 3 2 ESTV 1-3   2-3     3-6 0 3 "EAGLES" (AHS) 5-4 3-2   5-4   13-10 9 4 "გიზგიზელები" 2-1   4-5     6-6 3

"ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბის წევრთა საყურადღებოდ!

21 Nov 2014

 "ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბის წევრთა მონაწილეობით 2014 წლის 19.XI - 7.XII გაიმართება საახალწლო ტურნირი 4 ასაკობრივ ჯგუფში (კლუბის ხელმძღვანელი-სპორტის ოსტატი, ქალთა შორის თბილისის ჩემპიონი, საქართველოს სპარტაკიადის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი გიული ალიხანაშვილი).                                                                                                              გამარჯვებულთა დაჯილდოვება შედგება 18 დეკემბერს "ევროპული სკოლის“ საკონფერენციო დარბაზში (I სართული).  "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ევროპული სკოლის ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ღია კვირეული

21 Nov 2014

"ქართული ემიგრაცია - მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი ადამიანების ტკივილი“ევროპული სკოლის ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ღია კვირეული 24 – 28 ნოემბერი  

ყურადღება!

12 Nov 2014

მოსწავლეთა შორის კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისა და "ევროპულ სკოლაში“ კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებების შემსრულებელთა წარმოჩენისა და წახალისების მიზნით ტარდება კლასიკური მუსიკის ფესტივალი.   ფესტივალში მონაწილეობისათვის გთხოვთ მიმართოთ კლასის დამრიგებლებს, ან ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს (ოთახი N5)  ფესტივალი-დათვალიერება შედგება სკოლის სააქტო დარბაზში 2014 წლის 21 ნოემბერს 14:30 საათზე ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე."ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია