სიახლეები

2018-2019 სასწავლო წლის პირველი დღე
20 Sep 201817 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ევროპული სკოლა სიხარულით შეხვდა მის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და ჩვენი სკოლის თანამშრომლებს. ევროპული სკოლის დიდი ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდა და წელს ჩვენი სკოლის კარი 900-მდე მოსწავლემ შეაღო. 2018-2019 სასწავლო წელი ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებითაა სავსე. გისურვებთ წარმატებებს იმ საინტერესო გზაზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გავივლით ამ წლის მანძილზე.

სასწავლო წლის პირველი დღე
16 Sep 2018ძვირფასო მოსწავლეებო, იმედია სასიამოვნოდ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები და მზად ხართ ახალი სასწავლო წლისათვის! ევროპული სკოლის მასწავლებლები და თანამშრომლები მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას. გისურვებთ წარმატებულ წელს!

სწავლის პირველი დღე ევროპული სკოლის ბაღში, 2018-2019
10 Sep 201810 სექტემბერს ჩვენს საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღვნიშნეთ. ევროპული ბაღის ფერადი ოთახები ყველაზე საყვარელი და მხიარული პატარების ჟრიამულმა აავსო. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანი იყო იმ ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის, რომელთაც წელს პირველად შეაღეს საბავშვო ბაღის კარი. გპირდებით კიდევ უფრო სახალისო აქტივობებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით დატვირთულ 2018-2019 წელს!

100 გოგონა 4 ქვეყნიდან - ევროპულ სკოლაში სამეცნიერო STEAM ბანაკი ტარდება
18 Aug 201812-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ევროპული სკოლა მასპინძლობს გოგონების საერთაშორისო STEAM ბანაკს WiSci(Women in Science), რომლის ფარგლებშიც 100 უფროსკლასელ გოგონას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და აშშ-დან საშუალება მიეცემა გაიღრმავოს ცოდნა და უნარები მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის (STEAM) კუთხით.

ქართული პროგრამის VII-XII კლასის სახელმძღვანელოები
18 Jul 2018ქართული პროგრამის VII-XII კლასის სახელმძღვანელოების გაცემა “ევროპულ სკოლაში“ მოხდება 2018 წლის 4-16 სექტემბერს სახელძღვანელოების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის საფუძველზე. სახელძღვანელოების ნუსხა, ღირებულება და საბანკო რეკვიზეტები იხილეთ ბმულ ფაილში.

ევროპული ბაღის გამოსაშვები საღამო 2018 წ
18 Jun 201816 ივნისს, "ევროპული ბაღის" ჩატარდა დიპლომების გადაცემის ცერემონიალი. ბავშვებმა წარმოადგინეს სიმღერები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, შეასრულეს ცეკვები. ზეიმის ბოლოს ბავშვებს გადაეცათ დიპლომები.

ხუთშაბათობა
14 Jun 2018“ევროპული სკოლის“ მეხუთეკლასელებმა კარგად იციან რატომ ჰქვია “ხუთშაბათობა“ გაკვეთილებს, რომლებიც უკვე ტრადიციად იქცა. სკოლის ბიბლიოთეკაში ყოველ ხუთშაბათს მოსწავლეები ერთად კითხულობენ, ფიქრობენ, მსჯელობენ ქართული სიტყვის ხიბლზე....

ევროპული საბავშო ბაღის დამთავრების ცერემონიალი 2018
12 Jun 2018ბავშვებმა წარმოადგინეს სიმღერები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, შეასრულეს ცეკვები. ზეიმის ბოლოს ბავშვებს გადაეცათ დიპლომები.