სტუმრად გადაცემაში “ქალების ნარატივი“ ევროპული სკოლის აკადემიური დირექტორი სოფიო ბაზაძე!

“ევროპული სკოლის“ განვითარების 10 წლიანი გზა სიახლეებით იყო გამორჩეული. ეს 10 წელი თვითდამკვიდრების, ძიების და, რასაკვირველია, დიდ წარმატებათა წლები იყო. “ევროპულმა სკოლამ“ მოიპოვა ღირსეული ადგილი, არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეშიც.

კურსდამთავრებულთა ჩარიცხვები და მათი წარმატება ეროვნულ თუ მსოფლიოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში დასტურია სკოლის დიდი ავტორიტეტისა და იმ გზის სისწორისა, რომელსაც “ევროპული სკოლა“ უკვე 10 წელია ადგას. დღეს “ევროპული სკოლა“ ამაყობს იმით, რომ თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობით, უახლესი ციფრული ინფრასტრუქტურითა და ქსელებით, სამეცნიერო ლაბორატორიებითა და რობოტიქსის კლასებით, ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო ინსტიტუციად.

ამჟამად სკოლაში ირიცხება 23 განსხვავებული ეროვნების 809 მოსწავლე. კულტურული მრავალფეროვნება სრულყოფს “ევროპულ სკოლაში“ არსებულ განათლების მაღალ დონეს!

 

Share on: