ფეხბურთის კლუბი

ფეხბურთის კლუბს ხელმძღვანელობს საქართველოში პოპულარული ფეხბურთელი იბრაჰიმ  იდოუ.

სკოლის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ტრადიციულად ტარდება ფეხბურთის ჩემპიონატები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს შორის. მთელი სკოლა  აქტიურადაა  ჩაბმული ფეხბურთის

ღია  ჩემპიონატში, რომელიც  მშობლებსა და თანამშრომლებს შორის იმართება.

განსაკუთრებით პოპულარული და აღსანიშნავია ამხანაგური შეხვედრები და ჩემპიონატები სხვადასხვა სკოლის გუნდებს შორის, რომლებშიც  ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა  არაერთხელ მოიპოვეს გამარჯვება. “ევროპული სკოლის“ ნაკრებ გუნდში გაერთიანებული არიან ფეხბურთში წარმატებული მოსწავლეები: 2016 წლის საქართველოს ჩემპიონი, საერთაშორისო ფესტივალისა და   თბილისის ოთხგზის ჩემპიონი – ნიკოლოზ სამუშია და სხვები.

2011 წლიდან “ევროპული სკოლისა” და თბილისის მერიის ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა და ყოველწლიურად ტარდება “ევროპული სკოლის” ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის, “ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი”. მასში “ევროპული სკოლის” მოსწავლეების გარდა მონაწილეობენ სხვადასხვა სკოლის ფეხბურთის ნაკრები გუნდები.