ხატვის სტუდია

“ევროპული სკოლის“ ხატვის სტუდიას ხელმძღვანელობს  არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო გამოფენის მონაწილე, მხატვარი ანა მინდიაშვილი. იგი აქტიურად თანამშრომლობს გამომცემლობებთან და მრავალი წიგნი აქვს გაფორმებული.

სკოლაში ფუნქციონირებს საუკეთესოდ მოწყობილი ხელოვნების კაბინეტი და სამხატვრო სახელოსნო.

ხატვის სტუდიაში  ქართველი და უცხოელი ნორჩი  ხელოვანები არიან გაერთიანებულნი. ისინი ხშირად აწყობენ საკუთარი ნამუშევრების  პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებს, როგორც ჩვენს სკოლაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათი ინიციატივითა და მონაწილეობით ყოველწლიურად არაერთი საქველმოქმედო აქცია ტარდება.

სტუდიის აღსაზრდელები აქტიურად მონაწილეობენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში, ფესტივალებსა და კონკურსებში. მათი ნამუშევრები არაერთი ჯილდოთი არის  აღნიშნული.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სტუდიის ინიციატივით ჩატარებული “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ტრადიციული და მეტად პოპულარული  ყოველწლიური გამოფენა-კონკურსი “ჩვენი სკოლა“ (“მოდის ახალი წელი!“), რომლის გამარჯვებულები ჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით, პრიზებით,ხოლო საუკეთესო ნამუშევრებით მზადდება საფოსტო ბარათები.