ხელნაკეთი მანქანების კონკურსი

2 აპრილს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდება კონკურსი საუკეთესო ხელნაკეთი მანქანის გამოსავლენად. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში კრეატიული და ინოვაციური ხედვის ჩამოყალიბება, ფიქრისა და ანალიზის უნარის განვითარება. მოსწავლეებმა მეორადი ნივთებისგან თავიანთი ფანტაზიით უნდა შექმნან მოძრავი მანქანა.
კონკურსის ფარგლებში მოეწყობა აღნიშნული ხელნაკეთი მანქანების შეჯიბრი 25-მეტრიან დისტანციაზე. შეფასდება ხელნაკეთი მანქანის სისწრაფე, მოძრაობის ტრაექტორია, კონსტრუქცია და დიზაინი.
აღნიშნულ ღონისძიებაში “ევროპული სკოლის“ ნებისმიერი მოსწავლე შეძლებს მონაწილეობის მიღებას. კონკურსით დაინტერესებულ მოსწავლეებს 2 აპრილამდე შეუძლიათ, გაიარონ კონსულტაცია კონკურსის ორგანიზატორთან, რობოტიქსისის პედაგოგ დავით ნოზაძესთან (მე-3 სართული, ისტ ლაბორატორია).
კონკურსში მონაწილე ყველა კონკურსანტმა უნდა გააკეთოს განაცხადი კონკურში მონაწილეობაზე არაუგვიანეს 26 მარტისა.

Share on: