აჩუქე წიგნი
წიგნის ჩუქების ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია. წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს ადამიანები ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. უკვე მესამე წელია, რაც საქართველოშიც იმართება კამპანია #აჩუქეწიგნი და “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები თანაკლასელებს, წიგნის კითხვის სიყვარულის ნიშნად, წიგნებს უსახსოვრებენ. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 23 აპრილს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადდა და მასპინძლობს ბევრ საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებას, სადაც ჩვენი მოსწავლეებიც აქტიურად ჩაებმებიან.
წიგნის მოყვარულმა მოსწავლეებმა წიგნის დღეს ლიტერატურული გმირების ფორმები ჩაიცვეს, თანაკლასელებს წიგნები უსახსოვრეს, გიორგი კეკელიძის წიგნიერების გაკვეთილზე ბევრი რამ შეიტყვეს საბავშვო ლიტერატურის შესახებ და ბიბლიოთეკაში საინტერესო ფილმების ჩვენებას დაესწრნენ.