“ადამსების ოჯახის წვეულების“ საშიში სტუმრები

წელს “ევროპულ სკოლაში“ ჰელოუინზე მოსულ სტუმრებს ადამსების ოჯახის წევრები გომესი და მარტიშა მასპინძლობდნენ. პაკსლი და ვენდიზი კი საშიშ გართობაში ეხმარებოდნენ. კოსტუმირებულ წვეულებაზე “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები განსაკუთრებულად გამოეწყვნენ და ჩაერთვნენ საერთო მხიარულებაში.

მოეწყო კოსტიუმების ჩვენება, სხვადსხვა პროგრამის მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები, წამყვანებმა მოაწყეს გასართობი-საშიში თამაშები. სანახაობრივი აღმოჩნდა აზოტის შოუ ჰელოუინის გოგრებიდან.

განსაკუთრებულად მოირთო სკოლის ეზო და დერეფნები. ყველა მოსწავლე ჩაერთო საერთო წვეულების მოწყობაში. წვულებაზე ჟიურიმ გამოავლინდა მისის და მისტერ ჰელოუინი, საუკეთესო კოსტიუმის, გრიმის და ყველაზე ორიგინაკლური გოგრის ავტორებიც პრიზებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შიშის ოთახმა, სადაც სხვადასხვა ხმოვანი და ვიზუალური ეფექტი ნამდვილად ქმნიდა საჰელოუინე განწყობას.

ღონისძიების ბოლოს საშიში წვეულების მონაწილეები ადამსების ოჯახის წევრებმა დისკოთეკაზე მიიწვიეს.

Share on: