ახალი სასწავლო წელი

“ევროპულ სკოლაში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ზღვა ენერგიით, პოზიტიური მოლოდინებით, ბედნიერი, ღიმილიანი სახეებით შეივსო სკოლის ორივე შენობა. ოჩოფეხებზე მოსიარულე გმირებმა, მომღიმარმა მასწავლებლებმა და დირექტორმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს პირველკლასელებს. პატარებმა ხელისგულებით მოხატეს კედელი, საჩუქრად მიიღეს “დედა ენა“ და არაერთ სახალისო თამაშსა და აქტივობაში ჩაერთნენ.

 ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს სწავლის დაწყებას და წარმატებულ, ბედნიერ წელს ვუსურვებთ!

Share on: