აკრედიტაცია
ქართული პროგრამა
2007 წელს “ევროპულმა სკოლამ” ფუნქციონირება დაიწყო ეროვნული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით. 2007 წლის 19 ივნისს “ევროპულმა სკოლამ” მიიღო ლიცენზია საგანმანათლებლო საქმიანობაზე.
2011 წელს დარეგისტრირდა შპს “ევროპული სკოლის” სასაქონლო ნიშანი.
2011 წელს “ევროპულმა სკოლამ” განათლებისა და მეციერების სამინისტროს ავტორიზაცია მიიღო, 2016 წელს კი რეავტორიზაცია.
“ევროპულ სკოლისთვის” ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის მინიჭება შემდგომში მოხდა 2022 წელს.
საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამები
2009 წლის 9 დეკემბერს “ევროპულ სკოლას” მიენიჭა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ავტორიზაცია და ოფიციალურად გახდა საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლა – “IB World School”. ამ სტატუსმა “ევროპულ სკოლას” საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის სწავლების ოფიციალური უფლება მიანიჭა. 2015 წელს და შემდგომში 2020 წელს “ევროპული სკოლის “სადიპლომო პროგრამამ წარმატებით გაიარა რეავტორიზაცია.
2012 წლის 2 ნოემბერს “ევროპულმა სკოლამ” მიიღო საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (MYP) ავტორიზება, 2017 წელს და შემდგომში 2022 წელს კი – რეავტორიზაცია.
2015 წელს და შემდგომში 2020 წელს “ევროპული სკოლის “სადიპლომო პროგრამამ წარმატებით გაიარა რეავტორიზაცია.
2016 წელს “ევროპულმა სკოლამ” გაიარა საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამის (PYP) ავტორიზაცია, 2021 წელს კი – რეავტორიზაცია.
2021 წლის 17 აპრილს “ევროპული სკოლა“ გახდა პირსონის ცენტრი და მიიღო უფლება, მოსწავლეებს შესთავაზოს პირსონის კვალიფიკაციები საერთაშორისო ბაკალავრიატის კარიერული პროგრამის IB CP ფარგლებში.
2022 წელს “ევროპულმა სკოლამ“ მიიღო საერთაშორისო ბაკალავრიატის კარიერული პროგრამის (CP) ავტორიზება და გახდა რეგიონში პირველი IB უწყვეტი განათლების (IB Full Continuum) სკოლა.
ამერიკული უმაღლესი სკოლა (ASAS)
2012 წლიდან “ევროპული სკოლის” ამერიკული განათლების დეპარტამენტმა AED-მ მოიპოვა ლიცენზია და ატარებს გამოცდებს PSAT-ის, SAT-ისადა AP-ის პროგრამებში.
ამერიკულმა სკოლამ 2015 წლის ივნისში მიიღო ამერიკული სააკრედიტაციო ორგანიზაციის AdvancED-ისა და კოლეჯებისა და სკოლების ჩრდილო ცენტრალური ასოციაციის (North Central Association of Colleges and Schools) აკრედიტაცია.
2015 წლის ნოემბრიდან “ევროპული სკოლა” არის College Board-ის წევრი.
2020 წელს მიიღო სრული ამერიკული აკრედიტაცია Cognia-ს მიერ და მიენიჭა განათლების ხარისხის შთამბეჭდავი მაჩვენებელი (IEQ) – 345 ქულა 400-დან.
2021 წელს ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია 4 წლის ვადით.
საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) აკრედიტაცია
2016 წელს სკოლა გახდა საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრი.
2019 წლიდან კი “ევროპული სკოლა“ არის საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) მიერ აკრედიტებული პირველი სკოლა საქართველოში.