ანა მარია იაკობიძე - ევროპული სკოლიდან გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის წამყავნ უნივერსიტეტებამდე

მიხარია, რომ ჩავირიცხე გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში: University College London (UCL), University of Bristol, New York University (NYU) და University of Southern California (USC) ბიზნესის მართვის მიმართულებით.

შედეგებს ველოდები სხვა წამყვანი უნივერსიტეტებისგანაც, ამიტომ ჯერ არ გადამიწყვეტია, თუ სად გავაგრძელებ სწავლას. უკვე არსებული ვარიანტებიდან არჩევანის გაკეთება მიჭირს UCL-სა და  NYU-ს შორის.

გარდა იმისა, რომ მყავდა მაქსიმალური IB predicted grade (45), ვფიქრობ, გამომარჩია  კლასგარეშე აქტივობებმაც (მათემატიკისა და STEM ოლიმპიადებში გამარჯვება, დებატების კლუბის ჩამოყალიბება და ა.შ.), რადგან საკლასო ოთახის მიღმა აქტიურ ცხოვრებას ამერიკული უნივერსიტეტები ყურადღებას აქცევენ.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობამ განმივითარა ლიდერული უნარ-ჩვევები, რაც ბიზნეს სკოლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ვეცადე, სათანადოდ წარმომეჩინა საუნივერსიტეტო ესეებსა თუ გასაუბრებებში.

აპლიკაციები მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტში გავაგზავნე, რადგან დიდი დრო დავუთმე კვლევას და ზუსტად ვიცოდი, რომელ უნივერსიტეტებში მინდოდა სწავლის გაგრძელება.

მადლობელი ვარ, რომ “ევროპულმა სკოლამ“ მომცა მაღალი ხარისხის განათლება და საჭირო უნარები იმისთვის, რომ საუკეთესო უნივერსიტეტებში ვისწავლო.

დიდი მადლობა “ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო განათლების ოფისს, რომელიც დამეხმარა ჩემი კანდიდატურის უკეთ წარმოჩენაში და ყველა ეტაპზე მაძლევდა საჭირო რჩევებს.

Share on: