არჩევნები 2023

დღეს “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ხმა მისცა VI-XII კლასის 787 მოსწავლემ. ამ პროცესის დასრულებისთანავე მოხდა ხმების დათვლა და შედეგების გამოცხადება.
მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე გახდა მარიამ ბეჟუაშვილი.
გილოცავთ, მარიამ! გვჯერა, შენი საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტან “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ცხოვრებაში.
გვსურს ასევე, მადლობა გადავუხადოთ თავმჯდომარეობის თითოეულ კანდიდატს, რომელთა მონაწილეობით არჩევნებმა მეტად კონკურენტული და საინტერესო ხასიათი შეიძინა.
იმედი გვაქვს, ახლადარჩეული მოსწავლეთა პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსწავლეთა სასკოლო გამოცდილება კიდევ უფრო შინაარსიანი და მრავალფეროვანი გახდეს.
Share on: