ბოლო ზარი - 2024
დღეს “ევროპულ სკოლაში“ XII კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. დამრიგებლებმა სიმბოლურად ჩაუტარეს ბოლო გაკვეთილი მოსწავლეებს, მოეწყო ფოტოსესია, თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერების გაკეთება. “ევროპულ სკოლაში“ კიდევ ერთი გამორჩეული ტრადიციაა – ხის დარგვა, სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ყოველთვის ჩვენთან იქნებიან, მათი ნაბიჯები კი შთამაგონებელი და მისაბაძი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის.