ძმები არველაძეები “ევროპულ სკოლაში“

ძმები არველაძეები ათასობით ფეხბურთის მოყვარულს აღაფრთოვანებენ საქართველოში და უზარმაზარი პოზიტიური სოციალური ზეგავლენა აქვთ. “ევროპული სკოლის“ მე-5 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს თემა “ქართული  ფეხბურთის ისტორია“ და ამ თემის ფარგლებში –  ცნობილი ქართველი ფეხბურთელების ბიოგრაფიები. თემის შესწავლის კულმინაცია იყო ძმებ არველაძეებთან შეხვედრა. სკოლაში სტუმრობისას მათ დაათვალიერეს მოსწავლეთა პოსტერების გამოფენა, უპასუხეს  შეკითხვებს და მასტერკლასიც შესთავაზებს ფეხბურთის მოყვარულებს.

ძმები არველაძეების მასპინძლობამ მართლაც განსაკუთრებული განწყობა  შეუქმნა მოსწავლეებს, კიდევ უფრო შეაყვარა ფეხბურთი და ზოგადად სპორტი.

Share on: