ებრაულ ქართული მემორადუმი

“Israeli Center for Young Leaders“ და “ევროპულ სკოლას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამყარებენ სტაბილურ და სასარგებლო ურთიერთობებს, რათა განვითარდეს კონსტრუქციული კავშირები ისრაელის და საქართველოს ახალგაზრდებს შორის. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა როლი საზოგადოებაში, მათი განვითარება მშვიდობის, მეგობრობისა და სოლიდარობის მიზნით.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ისრაელი და საქართველო, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.

Share on: