#ElectionDebates2023 #ESStudentParliament

“ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად ტარდება წინასაარჩევნო დებატები მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის.

დებატები 2023, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართა, იყო საუკეთესო შესაძლებლობა მოსწავლე-ლიდერებისთვის, წარმოეჩინათ საკუთარი პიროვნება და ამომრჩევლებისთვის გაეცნოთ საარჩევნო პროგრამა. მათ უპასუხეს სხვა კანდიდატებისა და დამსწრეთა შეკითხვებს.

დებატებზე ამომრჩევლებმა თავმჯდომარეობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების დეტალური ცოდნის დემონსტრირება მოახდინეს, რაც მათ დაეხმარება საარჩევნო ყუთთან გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში, არჩეულ თავმჯდომარეს კი ანგარიშვალდებულებას გაუზრდის ამომრჩევლის წინაშე.

Share on: