ევროპის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები “ევროპულ სკოლაში“!

ევროპის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები: IE University (მადრიდი, ესპანეთი), EHL Hospitality Business School (ლოზანა, შვეიცარია), Brussels School of Governance (ბრიუსელი, ბელგია), Modul University Vienna (ვენა, ავსტრია), Università Bocconi (მილანი, იტალია) “ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ უნივერსიტეტების გამოფენაზე იმყოფებოდნენ.
აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა ჩვენს მოსწავლეებს, ერთიანად მიეღოთ ინფორმაცია თითოეულ წარმოდგენილ უნივერსიტეტში ჩასარიცხად საჭირო მოთხოვნების, პროგრამებისა თუ საუნივერსიტეტო კულტურის შესახებ.
მსგავსი გამოფენების მოწყობა მოსწავლეებს ეხმარება ისეთი არჩევანის გაკეთებაში, რაც მათ საბოლოოდ აკადემიური და პიროვნულ მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
Share on: