ევროპული სკოლა საქართველოს №1 ოქროს ბრენდი გახდა

2022 წლის 25 ივნისს სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში, Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით, ნომერ პირველი ოქროს ბრენდების რიგით მე -17 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ოქროს ბრენდის ჯილდო ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ბიზნეს ჯილდოდ არის აღიარებული საქართველოში. იგი გადაეცემა ბიზნეს სექტორს ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების მიხედვით. “ევროპული სკოლა“ სწორედ ამ ჯილდოს მფლობელი გახდა. სკოლა ამაყობს, რომ საზოგადოებისა და ექსპერტთა გამოკითხვის საფუძველზე სწორედ ის დასახელდა გამარჯვებულად და ოქროს ბრენდად 2021 წლის მიღწევებისა და საზოგადოებრივი წვლილისთვის.

დღიდან დაარსებისა “ევროპული სკოლა“ ისწრაფვის წარმატებისკენ, ინოვაციების გზებით ატარებს მოსწავლეებს და “სთავაზობს მათ უნიკალურ საგანმანათლებლო გზას, რათა გამოიყენონ შესაძლებლობების მაქსიმუმი და მიაღწიონ დასახულ მიზნებს“,- ამბობს სკოლის დირექტორი სოფიო ბაზაძე.

Share on: