“ევროპული სკოლა“ სკოლების გამოფენაზე

6 და 7დეკემბერს “ევროპული სკოლა“ წარმოდგენილი იყო სკოლების გამოფენა 2019-ზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში ჩატარდა.

საქართველოში სკოლების გამოფენა ამ მასშტაბით უკვე მეორედ მოეწყო. გამოფენა მიზნად ისახავდა, შეექმნა ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში და ერთ სივრცეში შეეკრიბა ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი.

დამთვალიერებს საშუალება მიეცათ, ქართული საშუალო განათლების ბაზრის გადმოსახედიდან უკეთ დაენახათ და შეეფასებინათ “ევროპული სკოლის“ უპირატესობები, პროგრამები, სწავლების მეთოდიკა, ინფრასტრუქტურა, კურიკულუმები და ტექნიკური უზრუნველყოფა.

ჩვენი სკოლის სტენდის ვიზიტორებს უამრავი საინტერესო აქტივობითა და რაც მთავარია, “ევროპული სკოლის“ პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაციით დავხვდით! ამ 2 დღის მანძილზე, ჩვენს ინტერაქტიულ სტენდთან ხალხმრავლობა იყო და არ წყდებოდა დაინტერესებული მშობლებისა და ბავშვების ნაკადი. დიდი მადლობა ჩვენს დამთვალიერებლებს და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში მათ დიდ ნაწილს ჩვენი სკოლის მოსწავლეების რიგებში ვიხილავთ.

Share on: