“ევროპული სკოლა“ წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლაა!!!

ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად გამართულ კონკურსში ჩვენი სკოლის ორი გუნდი გახდა პირველი ადგილის მფლობელი. გუნდებს ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის პრიზი, ლეპტოპი და პლანშეტი გადაეცათ.

ჩვენი გამარჯვებული პროექტებია: ონლაინ თმაში SmartOwl2023 და სამაგიდო თამაში “ტროლების ღამე“, რომლებიც მოსწავლეთა მედია  და ინფორმაციული წიგნიერების უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

გამარჯვებული გუნდები კი არიან: ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეთა გუნდი: ეკატერინე გორგაძე, ალექსანდრე შონია, სინა აბდოლაჰზადე, ნიკოლოზ ფანიაშვილი, კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებლის შორენა აბესაძის ხელმძღვანელობით და საერთაშორისო ბაკლავრიატის საბაზო პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეთა გუნდი: ანა გელენიძე,  ელენე გამყრელიძე, მარიამ ბეჟუაშვილი,  ციფრული დიზაინის პედაგოგების გურანდა გოგალაძისა და ნელი ბობოხიძის ხელმძღვანელობით.

Share on: