“ევროპული სკოლის“ მოსწავლე აივი ლიგის (Ivy League) სამმა უნივერსიტეტმა მიიღო!

26 მარტი Ivy Day იყო: აივი ლიგის (Ivy League) უნივერსიტეტებმა აპლიკანტებს ჩარიცხვების შესახებ აცნობეს. Ivy Day გამორჩეული იყო საუნივერსიტეტო განათლების ოფისისა და “ევროპული სკოლის“ მთელი
საზოგადოებისთვის: ირაკლი ბეჟუაშვილი, “ევროპული სკოლის“ მე-12 კლასის მოსწავლე, აივი ლიგის (Ivy League) სამმა უნივერსიტეტმა მიიღო: Columbia University, Cornell University, University of Pennsylvania. ამ ფენომენალური წარმატების გარდა, ირაკლი ჩაირიცხა შემდეგ წამყვან უნივერსიტეტებში: UC Berkeley, Boston College, Boston University, Northeastern University, George Washington University.

Share on: