“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ირჩევენ “მწვანე“ მიმართულებას!

“ევროპული სკოლის“ საზოგადოების წევრები “მწვანე“ მიდგომებს ნერგავენ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ გარემოს მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.

მოსწავლეთა პარლამენტის წევრის ინიციტივით გაიმართა “ნულოვანი ნარჩენების კამპანია“, რომელსაც ენთუზიაზმით შეუერთდნენ სამივე პროგრამის მოსწავლეები. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, მოსწავლეებმა 300 კილოგრამი პლასტმასის ნარჩენები შეაგროვეს გადასამუშავებლად. გამარჯვებული კლასი, რომელმაც ყველაზე დიდი რაოდენობით პლასტმასი შეაგროვა, დაჯილდოვდა “ყველაზე ეკომეგობრული კლასის“ პრიზით, კომპანია ტენე-მ კი გადამუშავებული პლასტმასის კაბელები აჩუქა მოსწავლეებს.

Share on: