Feria de Abril-ევროპულ სკოლაში

აპრილის ბაზრობა სევილიის ყველაზე პოპულარული ფესტივალია. იგი გაზაფხულზე, ძირითადად აპრილის თვეში იმართება. ამ დღესასწაულზე ქალები ფლამენკოს ულამაზეს კაბებს იცმევენ, ცხენებზე ამხედრებული მამაკაცები ლურჯ უნიფორმებში არიან გამოწყობილნი, სტუმრები აგემოვნებენ ანდალუსიურ კერძებს, ქალაქის ყველა კუთხეში კი ისმის ფლამენკოს მუსიკა. “ევროპული სკოლის“ ესპანური ენის მასწავლებელმა თამარ გულიაშვილმა და ესპანურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებმა 26 აპრილს იზეიმეს Feria de Abril სკოლაში და უმასპინძლეს ოფიციალურ სტუმრებს: ესპანეთის კონსულის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ხორხე ლუსინის და ესპანური სათვისტომოს ხელმძღვანელს და წარმომადგენელს საქართველოში ადრიან ლოპესს.

მოსწავლეებმა სევილიის აპრილის ბაზრობის შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს, შეასრულეს ესპანური და ქართული ცეკვები და სიმღერები. ახალგაზრდა ესპანელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა როდრიგო მუნიოსმა, რომელიც ონლიან ჩაერთო ღონისძიებაში, სხვა ხიბლი შესძინა დღესასწაულს.

Share on: