გამოსაშვები ღონისძიება - 2023

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის, საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამისა და ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა სასკოლო განათლების თორმეტწლიანი გზის დასრულება.

ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და კეთილი სურვილები უსურვეს: “ევროპული სკოლის“ დირექტორმა, პროგრამების ხელმძღვანელებმა და  კოორდინატორებმა, თანატოლებს მიმართეს წარჩინებულმა კურსდამავრებულებმა, დიპლომებისა და  მედლების გადაცემის შემდეგ კი ღონისძიება დასრულდა ქუდების ატყორცნის ტრადიციული რიტუალით.

ვულოცავთ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას!

Share on: