განათლების ხარისხი და “ევროპული სკოლა“

“ევროპულ სკოლას“ სამუშაო ვიზიტით “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ბ-ნ კახა ერაძე დელეგაციასთან ერთად ეწვია. გაიმართა საქმიანი შეხვედრა სკოლის დირექტორთან და IB პროგრამის ხელმძღვანელთან, სადაც ისაუბრეს განათლების ხარისხსზე, CIS სტანდარტზე “ევროპულ სკოლაში“ და IB პროგრამების თავისებურებებზე.

“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს “ევროპული სკოლის“ ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, FabLab-ი, Mac-ის ოთახი, შეხვედნენ მოსწავლეებს და გაეცნენ ინოვაციურ პროექტებს.

Share on: