ხელების დაბანის საერთაშორისო დღე

ინფექციური დაავადებებისგან თავდაცვის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა ხელების დაბანა. “ევროპულ სკოლაში“ არაერთი კამპანია გაიმართა ამ მიმართულებით.

სპეციალურად ხელების დაბანის დღესთან დაკავშირებით გიორგი კეკელიძემ დაწერა საბავშვო მოთხრობა “თომა და დიდი საიდუმლო,“ რომელიც ყველასათვის საყვარელი ,,თომას ზღაპრების“ ფრაგმენტული გაგრძელებაა. მოთხრობა “ევროპული სკოლის“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ილუსტრაციებით გაფორმდა და წიგნად გამოიცა.

სკოლა ჩაერთო “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ კამპანიაში -“დაიბანე ხელები“. გთავაზობთ ამ თემაზე შესრულებული ნახატების ონლაინ გამოფენას.

გამოფენის სანახავად გადადით ბმულზე.

 

Share on: