კონფერენცია - კლიმატის ცვლილება

კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევაა. პლანეტის თითოეული ადამიანი უნდა ჩაებას გარემოსდაცვით მოძრაობაში ბუნების გადასარჩენად და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა 22-23 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მიერ გამართულ, კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ  კონფერენციაში: #EYPinAction, რომლის მეორე დღეც გარემოსდაცვით,“მწვანე“ აქტივობებს დაეთმო.

მოსწავლეებმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში, იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: გარემოსდაცვითი განათლების გაუმჯობესება, მოდის ინდუსტრიის მდგრადობა, კომპანიებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, იმოქმედონ კლიმატის ცვლილების აღმოსაფხვრელად,  სამოქალაქო საზოგადოების როლი აღნიშნული პრობლემების გადაჭრაში. კონფერენციის წევრებმა წარმოადგინეს იდეები და სამოქმედო გეგმა  გარემოსდაცვითი კუთხით, მეორე დღეს კი  დასუფთავებისა და გამწვანების აქციებში მიიღეს მონაწილეობა მცხეთაში.

Share on: