ლიტერატურული კვირეული “ევროპულ სკოლაში“

ლიტერატურული კვირეული განსაკუთრებული, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მომტანი იყო მოსწავლეებისთვის. წიგნების ფესტივალი, ახალი გამოცემების წარდგენა, ლიტერატურული ვიქტორინის გამარჯვებულთა დაჯილდოება, მწერლებთან: მარიამ წიკლაურთან, რატი ჩიქოვანთან შეხვედრა, ჯგუფი “ნუ მიეყრდნობის” კონცერტი და ბოლოს, კვირეულის კულმინაცია – მწერალი დათო ტურაშვილის მასპინძლობა, მოზარდებისთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ ლიტერატურის მნიშვნელობაზე და გაეთავისებინათ წიგნის კითხვის მშვენიერება.

Share on: