მადლობა სამედიცინო პერსონალს!

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნახატების ონლაინ გამოფენა.

მსოფლიო პანდემიის დროს სამედიცინო პერსონალი დაუღალავად შრომობს თითოეული პაციანტის სიცოცხლის გადასარჩენად. ხელოვნების ონლაინ გაკვეთილებზე მოსწავლეებმა ექიმები დახატეს, ონლაინ გამოფენა მოაწყვეს და ამგვარად გადაუხადეს მათ მადლობა.

გვსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ სამედიცინო სფეროს ყველა იმ მუშაკის მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა და თავდადებით შრომობს “დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში,“ კლინიკებსა და ლაბორატორიებში.

Share on: