მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია

2022 წლის 26 მაისს, ამერიკული უმაღლესი სკოლა – ევროპული სკოლა ატარებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა საერთაშორისო ინტერდისციპლინურ ონლაინ კონფერენციას “საქართველო და მსოფლიო“.
კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მსოფლიოს შორის არსებული კულტურული, ისტორიული და სოციალური ურთიერთობების შესახებ ახალი კვლევების თავმოყრა და საზოგადოებისთვის გაცნობა.
კონფერენცია ტარდება Cognias-თან (International Education Services, USA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University-თან თანამშრომლობით. ეს ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას სკოლასა და უნივერსიტეტს შორის და დაეხმარება მოსწავლეებს კვლევითი უნარების განვითარებაში.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 აპრილი. კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე:https://tinyurl.com/2p8rnyrm
Share on: