290

თანამშრომლები

33+

ეროვნება

7

უცხო ენების სწავლება

900

მოსწავლე

344

კურსდამთავრებული

I-XII კლასები
მოსწავლეებს IB პროგრამებში, სადაც  ისინი ყოველმხრივ წახალისებულნი არიან პიროვნული თუ აკადემიური წარმატების მისაღწევად, აქვთ გამოწვევა, გამოირჩეოდნენ სწავლით.  „ევროპული სკოლა“ მოსწავლეებს სთავაზობს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სამივე ავტორიზებულ პროგრამას: დაწყებითი პროგრამა (PYP), I-V კლასები; საბაზო პროგრამა (MYP), VI-X კლასები; სადიპლომო პროგრამა (DP), XI-XII კლასები.

VIII-XII კლასები
ამერიკული უმაღლესი სკოლა, მრავალფეროვანი კურიკულუმითა და სტანდარტიზებული ტესტებისთვის მომზადებით, ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს გზას უხსნის ამერიკული უმაღლესი განათლების სისტემისკენ. გარდა ამისა,  სკოლა მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში სთავაზობს უნივერსიტეტის დონის შესაბამის Advanced Placement (AP) კურსებს.

I-XII კლასები
ქართული პროგრამის სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ თანამედროვე სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, რომლებიც შემუშავებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებისა და სპეციალისტების მიერ ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების შერწყმისა და სტანდარტიზაციის გზით, რაც მიმართულია სწავლების ხარისხის ამაღლებისა და სრულყოფისკენ.

3-5 წლის აღსაზრდელებისთვის
„ევროპული ბაღი“ ქართველსა და უცხოელ აღსაზრდელებს სწავლების ალტერნატივას სთავაზობს ქართული და ინგლისური სექტორების სახით; სპეციალურად პატარებისთვის შექმნილია მიმზიდველი და მრავალფეროვანი გარემო, რათა მათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

პრომო - ვიდეო

„ევროპული სკოლის“ პრომო -ვიდეო გაგაცნობთ  სკოლას, მის აკადემიურ პროგრამებსა და კლასგარეშე აქტივობებს. მასში ნაჩვენებია სკოლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ეხმარება მშობელს, წარმოიდგინოს, როგორი იქნება ბავშვისთვის „ევროპული სკოლის“ მოსწავლეობა.

მშობელთა ცნობარი

შემოთავაზებული ბმულებით სწრაფად და მოხერხებულად გაეცანით მშობელთათვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას „ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ჩაცმულობის, საკვებისა თუ სკოლის სერვისების შესახებ.

STEAM სკოლა

„ევროპული სკოლა“ არის STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) სასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს ინფრასტრუქტურას ინოვაციებისთვის, აძლევს ცოდნას და უვითარებს უნარებს, რომლებიც მომავალში მათ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბ)

მომავლის პროფესიების აკადემიური პროგრამის დანერგვისა და STEAM -ზე დაფუძნებული ინოვაციების შექმნის მიზნით „ევროპულმა სკოლამ“ გახსნა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბ), რომელიც აღჭურვილია კომპიუტერიზებული დანადგარებით და მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, დაეუფლონ: ინდუსტრიული რობოტების პროგრამირებას, დრონების პროგრამირებას, 3D მოდელირებას, 3D ბეჭდვას და სხვ. მსგავსი გამოცდილება მომავალში შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

ჩვენი კურსდამთავრებულები

„ევროპული სკოლაში“  კურსდამთავრებულთა ასოციაციაა, რომელიც მიზნად ისახავს „ევროპული სკოლისა“ და კურსდამთავრებულებს შორის კავშირების გაღრმავებას და თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გამოწვევებზე რეაგირებას.”

აკრედიტაცია

პარტნიორები