პარტნიორობა Les Roshes უნივერსიტეტთან

Les Roshes უნივერსიტეტთან პარტნიორობა აფართოებს ჩვენი მოსწავლეების კარიერულ შესაძლებლობებს. Sommet Education ჯგუფი, რომელიც აერთიანებს Les Roshes და Glion უნივერსიტეტებს, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას სტუმარმასპინძლობის სფეროში აპირებენ, სთავაზობს უნიკალურ და ექსკლუზიურ შესაძლებლობას: გახდნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) Students’ League- ის წევრები და საქართველოს სახელით საერთაშორისო ინოვაციურ გამოფენებში მიიღონ მონაწილეობა და გაიარონ სტაჟირება InterContinental Group – ში.

Sommet Education ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ახლახან იმყოფებოდნენ სკოლაში, ესაუბრნენ მოსწავლეებს ამ შეთავაზებაზე, საერთაშორისო კარიერასა და სტუმარმასპინძლობის დარგში არსებულ პერსპექტივებზე.

Share on: