საგაზაფხულო ფესტივალი

“ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად თვალისმომჭრელი სილამაზეა საგაზაფხულო ფესტივალზე.  ყვავილებით მოხატულ სამოსში გამოწყობილი, ყვავილების გვირგვინით თავშემკული  მოსწავლეები სკოლის ეზოში მართავენ კონცერტებს, აწყობენ ნახატების, ქოთნის ყვავილების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას.

 წელს მოსწავლეთა პარლამენტის წევრებმა  ცეკვის საგაზაფხულო საქველმოქმედო საღამოსაც უმასპინძლეს და ერთად იზეიმეს დამეგობრების, წარმატების, განვითარების წელი.

Share on: